უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი აღარ არის ერთადერთი ქვეყნანა ევროკავშირში, რომელიც მიგრაციის პაქტის განხორციელებაზე უარს ამბობს და მას პოლონეთიც იზიარებს.
მისი თქმით, ოფიციალური ვარშავისა და ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას მალე კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდება.
„ევროპა იცვლება: პრეზიდენტი ნავროცკი უარს ამბობს პოლონეთში მიგრაციის პაქტის განხორციელებაზე. ჩვენც უარს ვამბობთ. ახლა ორნი ვართ. თუ მესამეც შემოგვიერთდება, ეს უკვე აჯანყებაა“,- დაწერა ორბანმა X-ზე.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა, რომელშიც ევროკავშირის მიგრაციული პაქტიდან პოლონეთის გამორიცხვას ითხოვს.
ევროკავშირში მიგრაციული პაქტი 2026 წელს სრულად უნდა ამოქმედდეს ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ. პაქტი ითვალისწინებს ევროკავშირში არალეგალურად ჩასულ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის კოლექტიურ მართვას. პაქტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ე.წ. სოლიდარობის მექანიზმი, რომლის ფარგლებში ევროკავშირის წევრებს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევა შეეძლებათ – მიიღონ თავშესაფრის მაძიებელთა გარკვეული რაოდენობა, შეიტანონ ფინანსური კონტრიბუცია ან უზრუნველყონ ოპერაციული მხარდაჭერა პერსონალით და აღჭურვილობით.
Europe is shifting: President @NawrockiKn refuses to implement the migration pact in Poland.
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) October 9, 2025
We refuse as well. Now there are two of us. If a third joins, that’s already a rebellion.