ვაშინგტონში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშამზე მისულ დონალდ ტრამპს აქტივისტებმა „თანამედროვე დროის ჰიტლერი“ უწოდეს.

9 სექტემბერს ტრამპი ვაშინგტონში რესტორან Joe’s Seafood, Prime Steak & Stone Crab-ში იმყოფებოდა ვახშამზე, რა დროსაც მას აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პალესტინის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

ტრამპთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ომის დეპარტამენტის მდივანი პიტ ჰეგსეტი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.

დონალდ ტრამპმა მომხდარი დღეს fox news-ის ეთერშიც გაიხსენა, როდესაც სოროსის ფონდზე საუბრობდა.

თარგმანი: პირველი არხი