აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულ კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალს გადასცემს.
ტრამპმა ეს განცხადება პენტაგონში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც ის 11 სექტემბრის ტერაქტების ხსოვნის პატივსაცემად იმყოფებოდა.
"სანამ დავიწყებ, მსურს გამოვხატო ის სასოწარკვეთა და სევდა, რაც ამდენმა ამერიკელმა ჩარლი კირკის საზიზღარ მკვლელობაზე განიცადა. ჩარლი იყო თავისი თაობის გიგანტი, თავისუფლების დამცველი და ის მილიონობით ადამიანის შთააგონებდა" - განაცხადა მან.
"ჩვენი ლოცვები მის შესანიშნავ მეუღლეს, ერიკას და მის მშვენიერ შვილებს ეკუთვნით - ისინი მართლაც ულამაზესი ადამიანები არიან" - განაგრძო ტრამპმა.
ტრამპის თქმით, დაჯილდოების ცერემონიის თარიღი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"მხოლოდ ერთი გარანტიის მოცემა შემიძლია: ძალიან დიდი აუდიტორია გვეყოლება, ძალიან, ძალიან დიდი" - აღნიშნა ტრამპმა.