ამის შესახებ პოლონური გამოცემა dziennik-ი იუწყება.
დღეს დილით, ვარშავის ვლოხის რაიონის ელექტროქვესადგურთან, ურსუსის რაიონის საცხოვრებელი სახლების და დაწესებულებებისთვის ცხელი წყლის მომწოდებელი მილი გასკდა, რის შედეგადაც 549 შენობა დილის 9:30 საათიდან დარჩა გათბობის გარეშე.
ელექტროენერგიის და ცხელის წყლის მიწოდების აღდგენა ხუთშაბათს, დილის 6:00 საათისთვის არის მოსალოდნელი, თუმცა, როგორც ურსუსის რაიონის მერი აცხადებს, სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები არ იმუშავებენ.




