რუსეთის შეიარაღებული ძალების 25-ე არმიის ქვედანაყოფები ასრულებენ ქალაქ კრასნი ლიმანის გათავისუფლებას, რაც ამ მიმართულებით შემდგომი მოქმედებებისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.
ამის შესახებ რუსეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
გერასიმოვის განცხადებით, ხარკოვის რეგიონში მდებარე კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის წარუმატებელი მცდელობების მოგერიების შემდეგ, რომლებიც გარღვევას და რუსეთის შეიარაღებული ძალების მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირზე გადაყვანას ცდილობდნენ, მოიერიშე დანაყოფები დასავლეთისკენ, შევჩენკოვოს მიმართულებით მიიწევენ წინ.
ასევე, გერასიმოვის განცხადებით, რუსეთის არმიის დანაყოფები უკრაინის დონეცკის რეგიონში კონსტანტინოვკის დაკავების შემდეგ, დრუჟკოვკასკენ მიიწევენ წინ, რომელთა მოწინავე ჯგუფები ალექსეევო-დრუჟკოვკაში შევიდნენ და ქალაქში იბრძვიან.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის თქმით, მე-3 არმიის დანაყოფებმა და ფორმირებებმა, რომლებიც სლავიანსკის და კრამატორსკისკენ გადაადგილდებიან, პისკუნოვკა დაიკავეს და ნიკოლაევკის გარეუბნებს მიაღწიეს.
მისივე თქმით, არმიის მოწინავე დანაყოფები კრამატორსკის აღმოსავლეთ გარეუბნიდან ხუთ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე იმყოფებიან.




