ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.
„გამარჯობა. ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლებით, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. აშშ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“, – წერს უზრა ზეია.