ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი X-წერს.
„27 იანვარს მილსადენ „დრუჟბაზე“ რუსეთის მიერ დარტყმების განახლების შემდეგ, რამაც უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობმომარაგება შეაფერხა, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები გავმართეთ წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან ყველა დონეზე, რათა აღდგეს უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობმომარაგება. ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერა და დაფინანსება შესთავაზა, რაც უკრაინელებმა დადებითად მიიღეს. ევროპელი ექსპერტები მზად არიან დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა. ჩვენი პრიორიტეტია ყველა ევროპელი მოქალაქის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებთან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არარუსული ნედლი ნავთობის ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების შესახებ“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Statement with @eucopresident on the Druzhba pipeline
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 17, 2026
Following the renewed Russian strikes on January 27 on the Druzhba pipeline, leading to the interruption of crude oil supplies to Hungary and Slovakia, we have engaged in intense discussions with Member States and Ukraine at…
შეგახსენებთ, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ X-ზე დაწერა: ევროსაბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირს არ შეუძლია უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, როგორიცაა სლოვაკეთი ან უნგრეთი, ინტერესებზე მაღლა დააყენოს.




