რობერტ ფიცოს ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ასეთი განცხადება მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან, სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა
„ევროსაბჭოს სამიტისთვის მოსამზადებლად, სატელეფონო კონსულტაცია გავმართე ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან.
ძალიან ვაფასებ, რომ ჩვენი თითქმის 45-წუთიანი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში ნავთობსადენ „დრუჟბას“ ფუნქციონირების აღდგენის საკითხს დავუთმეთ.
ევროსაბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ევროკავშირს არ შეუძლია უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, როგორიცაა სლოვაკეთი ან უნგრეთი, ინტერესებზე მაღლა დააყენოს.
სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის ცალმხრივ და მავნე ქმედებას ნავთობის ტრანზიტის შეჩერების შესახებ და მოელის, რომ ევროკავშირის ხელისუფლება ზეწოლას მოახდენს უკრაინის ხელმძღვანელობაზე, რათა აღდგეს რუსული ნავთობის ტრანზიტი, რომელზედაც ჩვენ 2027 წლის ბოლომდე გვაქვს უფლება.
ასევე, უკმაყოფილება გამოვთქვი ევროკომისიის არ წარუდგენია კონკრეტული წინადადებები მიერ ელექტროენერგიის ფასების შემცირების შესახებ, რაც არაერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრები და სახელმწიფოს მეთაურებმა“, - წერს რობერტ ფიცო.




