რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, უკრაინის დროშის ფერები უფრო კაშკაშაა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს ჩვენს ევროპულ ინსტიტუტებს უკრაინის ფერებით ვამკობთ. ორი ფერი, რომელიც გამბედაობის სულისკვეთებას ასხივებს. ორი ფერი, რომელიც წინააღმდეგობით იწვის. რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ, ეს ფერები უფრო კაშკაშაა, ვიდრე ოდესმე.
დიდება უკრაინას", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
Tonight, we adorn our European institutions with the colours of Ukraine.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 23, 2026
Two colours, carrying the spirit of courage.
⁰Two colours, burning with resistance.
Four years into Russia’s full-scale war, these colours are shining brighter than ever
Slava Ukraini. pic.twitter.com/Ctu4bPYOwI








