ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო „დეილი მაილი" ავრცელებს.
შემთხვევა 13 იანვარს თურქეთში, სტამბოლის პროვინცია ბეილუქდუზუში მოხდა.
ვეტერინარული კლინიკის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს წვიმით დასველებული უპატრონო ძაღლი, რომელსაც კბილებით უჭირავს თავისი მომაკვდავი ლეკვი და მიჰყავს კლინიკის კარამდე.
ვეტერინარმა ლეკვი დანახვისთანავე შეიყვანა კლინიკაში. მდგომარეობა მძიმე იყო, გულისცემა თითქმის არ იგრძნობოდა და ლეკვი სარეანიმაციოში შეიყვანა.
დედა ძაღლი იქვე მოკალათდა და დროდადრო ამოწმებდა თავის ლეკვს, ხოლო ვეტერინარი მას სხვადასხვა პროცედურას უტარებდა.
ვეტერინარის თქმით, ძაღლმა კლინიკასთან ახლოს დაყარა ლეკვები, მაგრამ უმეტესობა მალევე გარდაიცვალა. ცხოველთა მოყვარულებმა წინა დღეებში მასთან ერთი გადარჩენილი ლეკვი მიიყვანეს და არ იცოდნენ, კიდევ ერთი ლეკვი თუ იყო ცოცხალი.
დედა ძაღლს საკმარისი რძე არ ჰქონდა, ამიტომ ლეკვებს ამიტომ დამატებითი საკვებს ვაწვდით. მათი მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, მკურნალობის დასრულებამდე მოიძებნება ვინმე, ვინც მათ სახლში წაიყვანს. ძალიან ჭკვიანი ძაღლია, - ამბობს ვეტერინარი
MOTHER'S INSTINCT: Security camera footage caught the heartwarming moment a mother dog carried her unconscious, hypothermic puppy to a veterinary clinic to get help in Istanbul, Turkey. pic.twitter.com/Ck109EY3MQ
— CBS Detroit (@CBSDetroit) January 17, 2025