უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებამდე 2 საათით ადრე, წინა არჩევნებთან შედარებით კვლავ შენარჩუნებულია ამომრჩეველთა აქტივობის მაღალი მაჩვენებელი.
ეროვნული საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, საღამოს 5:00 საათისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა 74.23% მივიდა, რაც 2022 წლის შესაბამისი დროის მაჩვენებელს 11,31%-ით აღემატება.
ეროვნული საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა 8 115 484-ის ტოლია.




