Европейская правда ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველ €3.2 მილიარდს 25-26 ივნისს გდანსკში გამართულ კონფერენციაზე მიიღებს.

"გადაწყდა, რომ პირველი 3.2-მილიარდიანი ტრანშის გამოყოფა უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაემთხვეს, რომელიც 25-26 ივნისს გდანსკში გაიმართება." – განუცხადა უკრაინულ მედიას ერთ-ერთმა წყარომ. 

მისივე თქმით, სასესხო პაკეტიდან უკრაინისთვის პირველი ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღეს.

ამას გარდა, Европейская правда-ს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ უკრაინა €5.9 მილიარდის ოდენობის მომდევნო ტრანშს ივნისის ბოლოს მიიღებს.