პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალები შიჭრნენ ქალაქ მირნოგრადის გარეუბნებში, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება, - განაცხადა „ტელემარათონზე“ „აღმოსავლეთის“ ძალების დაჯგუფების კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კაპიტანმა გრიგორი შაპოვალმა
„სამწუხაროდ, მტერმა მირნოგრადის გარეუბნებს მიაღწია და იყენებს არა მხოლოდ არტილერიას და უპილოტო საჰაერო სისტემებს, არამედ ქვეითებსა და ტექნიკურ საშუალებებსაც. ჩვენი თავდაცვის ძალები ცდილობენ შეინარჩუნონ პოზიციები, აშენებენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ მძიმეა“, - განაცხადა შაპოვალმა.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, მტერი შესულია აგრეთვე ქალაქ პაკროვსკში, სადაც ლოგისტიკა დრონების სრული კონტროლის ქვეშაა და უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ პოზიციებამდე 10-15 კილომეტრს ფეხით გადიან.




