15 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია - უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"15 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართება ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია - უკრაინისთვის და მოლდოვისთვის", - აცხადებს წყარო.

როგორც ცნობილია, ამ შეხვედრებს წინ უძღვის აქტიური მუშაობა სამუშაო ჯგუფებში და ასევე ბრიუსელში ელჩების დონეზე კონსულტაციები.

ევროკავშირის საერთო მოლაპარაკებითი პოზიციის დამტკიცება პირველ კლასტერზე - როგორც უკრაინის, ისე მოლდოვას შემთხვევაში დაგეგმილია მომდევნო კვირისთვის.