უკრაინული პრესა მთვარი სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით წერს, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინელმა მებძოლებმა რუსეთის სარაკეტო კატარა გაანადგურეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმ „ჯგუფი 13"-ის ჯარისკაცებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დონუზლავის ტბაში შესულ რუსული სარაკეტო კატარღა „ივანოვეცს" რამდენიმე პირდაპირი დარტყმა მიაყენეს. მწყობრიდან სრულად გამოსულმა გემმა სვლა ვეღარ შეძლო, გვერდზე გადაიხარა და ჩაიძირა.


უკრაინული, აგრეთვე სხვა საზღვარგარეთული გამოცემის თანახმად, რუსეთს სულ ასეთი ტიპის დაახლოებით 20 სამხედრო კატარღა ჰყავს. აქედან 4 შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში იყო და ეს პირველი შემთხვევაა, ამ კლასის სამხედრო ხომალდი ჩაძირა მოწინააღმდეგის დარტყმის შედეგად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 60-70 მილიონ დოლარს შეადგენს, ეკიპაჟი კი დაახლოებით 4 ათეულ კაცს.