18 სექტემბრის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) დანაყოფებმა იერიში მიიტანეს ვოლგოგრადის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქში მდებარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის მუშაობა შეჩერებულია.
"ვოლგოგრადის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დაკმაყოფილებაშია ჩართული. ეს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა საწვავისა და საპოხი მასალების უდიდესი მწარმოებელია რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ფედერალურ ოლქში", - განაცხადეს სპეციალური ოპერაციების ძალებმა.
მათი მონაცემებით, საწარმოს წლიური გადამუშავების მოცულობა 15.7 მილიონი ტონაა, რაც რუსეთში ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის 5.6%-ს შეადგენს.