უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მობილიზაციის ასაკის 18 წლამდე შემცირების მოწოდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება იარაღი მათთვის, ვინც უკვე მობილიზებულია.
უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი ტიხი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ვითარებაში, როდესაც მეტი აღჭურვილობა გვჭირდება, რათა შევაიარაღოთ ყველა, ვინც მობილიზებულია და მიგვაჩნია, რომ პირველი პრიორიტეტი არის სამხედრო დახმარების მალე გამოგზავნა“, – განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მანამდე, „ესოშიეთიდ პრესმა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ურჩევს, სამხედრო გაწვევის ასაკი 25-დან 18 წლამდე შეამციროს, რადგან უკრაინას ახლა მეტი ჯარისკაცი სჭირდება.
თარგმანი: პირველი არხი