რუსეთმა უკრაინაში ერთ დღე-ღამეში 6000-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაუშვა,

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 133 საბრძოლო შეტაკება მოხდა და რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 136 მართვადი ბომბი, ასევე 6176 კამიკაძე დრონი გაუშვეს.

„ჩრდილოეთ სლობოჟანსკის და კურსკის მიმართულებით მტერმა დღეს ჩვენი ჯარების და დასახლებების პოზიციებზე 62 თავდასხმა განახორციელა, მათ შორის ერთი მრავლობითი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. სამხრეთ სლობოჟანსკის მიმართულებით მტერმა ერთხელ შტურმით შეუტია ჩვენი დანაყოფების პოზიციებს სტარიცის დასახლების ტერიტორიაზე. კუპიანსკის მიმართულებით მტერმა ერთი შეტევა განახორციელა ნოვოოსინოვოს რაიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.