მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო არანაკლებ 20 დაშავდა. რეგიონის გუბერნატორმა, ანდრეი ვარობიოვმა, Telegram-ზე დაწერა, რომ რეგიონის თავზე 249 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ვარობიოვის თქმით, თავდასხმის შემდეგ სოფფინოში საწყობების კომპლექსი დაიწვა. Telegram არხი Astra წერს, რომ იქ სრულად არის ცეცხლმოკიდებული ლოგისტიკური კომპლექსი "თანამედროვე საწყობების ტექნოლოგიები", რომლის ფართობიც დაახლოებით 850 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. გუბერნატორმა ასევე განაცხადა სამ მრავალსართულიან და ერთ კერძო სახლში დრონების მოხვედრისა და გაჩენილი ხანძრების შესახებ.
"უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად სამედიცინო დახმარება 20 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის სამი ბავშვია. 15 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, კიდევ ექვსმა კი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა", – განაცხადა მოგვიანებით ვარობიოვმა.




