ასეთი განცხადება მიხაილო ფედოროვმა, რომელიც ვერხოვნა რადამ 14 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა, პარლამენტში თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე საუბრის დროს გააკეთა, - იუწყება გამოცემა „გორდონი“.

„თავდაცვის სამინისტრო ჩემს ხელმძღვანელობის ქვეშ ექცევა ბიუჯეტში მინუს 300 მილიარდი გრივნით, 2 მილიონი ძებნილით და დანაყოფის უნებართვოდ დამტოვებელი 200 ათასი ჯარისკაცით და იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ ჩვენი საშინაო დავალება დღეს არსებული პრობლემების გადაჭრას ისახავდეს მიზნად, - განაცხადა მიხაილო ფიოდოროვმა. 

მისი თქმით, სამინისტრომ უნდა ჩაატაროს აუდიტი, რათა შეძლოს დასახოს მომავალი მოქმედების გეგმა და „პირველ რიგში, გაარკვიოს მისი ადამიანური კაპიტალი“.

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, 18-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი უნდა იყოს რეგისტრირებული არმიაში და ჰქონდეს დოკუმენტები, ხოლო 25-დან 60 წლამდე ასაკის პირები მობილიზაციას ექვემდებარებიან. ასევე მოქმედებს საომარი მდგომარეობა, რომელიც კრძალავს სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის (23-დან 60 წლამდე) მქონე მამაკაცების მიერ ქვეყნის დატოვებას. ამის მიუხედავად, ათიათასობით ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი.