დილის საათებში უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განმეორებითი იერიში მიიტანა, რის ფარგლებშიც კვირაში მეორედ დაარტყეს კაპოტნიას ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
Telegram არხ Exilenova-ს ინფორმაციით, წინასწარი გეოლოკაციის შედეგად დგინდება, რომ ნავთობქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმის შედეგად ხანძრის ხუთი კერა გაჩნდა.
ამასთან, Exilenova-ს მიხედვით, კაპოტნიას ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით მიტანილი იერიშის დროს, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან უკრაინული დრონების წინააღმდეგ გამოყენებული რადიოელექტრონული ზომების ან რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემით დარტყმის შედეგად, მოსკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.








