უკრაინამ გერმანიისგან IRIS-T-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამშვები დანადგარი მიიღო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაუშვეს დაახლოებით 2300 დამრტყმელი დრონი, თითქმის 1560 მართვადი საავიაციო ბომბი და 108 სხვადასხვა ტიპის რაკეტა. მისი განცხადებით, ყველა დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - საცხოვრებელ სახლებისა და ენერგოსისტემის წინააღმდეგ მიემართებოდა.

"ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ რუსული ტერორისგან თავდაცვის შესაძლებლობები გაიზარდოს. გუშინ მივიღეთ ახალი IRIS-T-ის გამშვები დანადგარი. მადლობა გერმანიას ადამიანების დაცვის მუდმივი მხარდაჭერისთვის. ათასობით სიცოცხლე სწორედ ასეთი დახმარებით გადარჩა", - განაცხადა ზელენსკიმ.