უკრაინა და ჩეხეთი გახსნიან საერთო სკოლას, რომელიც F-16 ტიპის გამანადგურებლების პილოტებს მოამზადებს. როგორც ცნობილია, პარტნიორები ამ პროექტზე უკვე მუშაობენ.

როგორც РБК-Украина იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, გარდა ინიციატივისა, რომელიც ჭურვების მიწოდებას ეხება, უკრაინა და ჩეხეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ავიაციური კოალიციის ფარგლებში. ამ თანამშრომლობის შედეგი უნდა გახდეს გამანადგურებლების პილოტებისთვის სპეციალური სასწავლებლის შექმნა.

"დღეს პრეზიდენტ პაველთან ერთად განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ჩვენი ავიაციური კოალიციის განვითარების მიმართულებით, კერძოდ კი უკრაინულ-ჩეხური F-16-ის სასწავლო სკოლის შექმნას," - თქვა ზელენსკიმ.