ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის. ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ. ქართველი ხალხი არ შეშინდება", – წერს ჯო უილსონი.
I unequivocally condemn the Ivanishvili regime assault on former PM Giorgi Gakharia and Zviad Koridze. More and more, the regime is physically attacking those calling for free and fair elections. America sees it and we will take action. The Georgian people will not be intimidated
— Joe Wilson (@RepJoeWilson) January 15, 2025