შვეიცარიაში, მდიდრულ კურორტ კრანს მონტანაზე, ბარ „Le Constellation“-ში, სადაც სტუმრები ახალი წლის დადგომას აღნიშნავდნენ, ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. 

ხანძარი სამხრეთ-დასავლეთ შვეიცარიაში (ვალეს კანტონი) მდებარე მდიდრულ კურორტზე მდებარე ბარ „Constellation“-ში დილის 1:30 საათზე გაჩნდა.

„დაშავებულია დაახლოებით ასი ადამიანი, უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია და, სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული ადამიანი დაღუპულად ითვლება“, - განაცხადა კანტონის პოლიციის უფროსმა, ფრედერიკ გიზლერმა.

პოლიციამ განგაში ღამის 1:30 საათზე მიიღო. როგორც ჩანს, ბარი გადატვირთული იყო, რაც შესაძლოა მსხვერპლის დიდ რაოდენობას ხსნიდეს.

თვითმხილველმა გაზეთ „24heures“-ს განუცხადა, რომ შამპანურის ბოთლებზე მიმაგრებულმა ბენგალურმა შუშხუნებმა ჭერში ცეცხლი გააჩინა. პანიკა დაიწყო და ხალხმა სარდაფიდან ამომავალი ერთადერთი კიბით გარეთ გამოსვლა დაიწყო. ეს ინფორმაცია პოლიციის მიერ ჯერ არ დადასტურებულა. ასევე ბუნდოვანია ინფორმაცია „რამდენიმე ათეული დაღუპულის“ შესახებ. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გამოქვეყნებულა.