თურქეთში, ერზინჯანის პროვინციის ილიჩის რაიონში, ოქროს მომპოვებელ კარიერში მეწყერი ჩამოწვა.

ადგილობრივი დროით ~14:00 საათზე ოქროს მომპოვებელ კარიერში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, კარიერზე დასაქმებული 667 მუშაკიდან სულ მცირე 9 ხაფანგში მოექცა და მათ ამ დრომდე ეზებენ.

კადრებში ჩანს, რომ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად წარმოქმნილი ტალახის მასა ხეობისკენ დაიძრა და იმ გზას მიაწყდა, რომელზედაც ავტომობილით კარიერისკენ მიმავალი მუშები იმყოფებოდნენ.

ნიადაგი, რომელიც ჩამოწვა, ციანიდით (ნატრიუმის ციანიდი ოქროს შემცველი წვრილად დაქუცმაცებული ქანიდან ოქროს გამოსაყოფად გამოიყენება  - „აიპრესი")  იყო გაჟღენთილი და ეს სამაშველო სამუშაოებს ართულებს, - იუწყება თურქული პრესა.