ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის მედია ავრცელებს.

„სისხლიანი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, მათ შორის რვა მოსწავლეა და ერთი მასწავლებელი. მკურნალობას გადის 13 ადამიანი. ექვსი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფტჩიმ ჟურნალისტებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „ინციდენტი ტერორისტული თავდასხმა არ არის“.

მან გაიხსენა, რომ მსგავსი თავდასხმა სამშაბათს შანლიურფას პროვინციის სკოლაში მოხდა. „ამ ინციდენტის გამო, შანლიურფაში სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეჩერებულია. დღევანდელი ინციდენტის შემდეგ, ჩვენ ორი დღით შევაჩერებთ სასწავლო პროცესს ქაჰრამანმარაშის სკოლებში“, - დასძინა მან.

თავდასხმა მერვეკლასელმა განახორციელა, რომელსაც ხუთი ერთეული იარაღი და შვიდი მჭიდი ჰქონდა. გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მას მამის - უსაფრთხოების დირექტორატის პენსიაზე გასული ოფიცრის - იარაღი ჰქონდა. თავდამსხმელის მამა დაკავებულია, ხოლო მსროლელმა თავი მოიკლა.