აშშ-ში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთიდან დევნილი სასულიერო მოღვაწე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ფეთჰულა გიულენი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN TÜRK-ი იუწყება გიულენის ძმისშვილის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით.

როგორც იტყობინებიან, გიულენი 20 ოქტომბერს, საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიულენი 1999 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა.

თურქეთის ხელისუფლება გიულენს ადანაშაულებდა 2016 წლის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში. თავის მხრივ გიულენი ბრალდებას უარყოფდა და ხელისუფლებას ადანაშაულებდა პოლიტიკურ დევნაში.