ბრიტანეთის სასამართლომ 31 წლის ადინა მიხაის და 30 წლის მადალინ დუმიტრუს 17-17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სექსუალური მომსახურების სთავაზობდნენ მამაკაცებს, შემდეგ კი სასმელში ნარკოტიკს ურევდნენ და ძარცვავდნენ. ინფორმაციას „სკაი ნიუსი" ავრცელებს.
ქორწინებაში მყოფი წყვილს, რომელიც მამაკაცებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობდა, შემდეგ კი სასმელში ნარკოტიკს ურევდა და ძარცვავდა, ორი მსხვერპლის გარდაცვალების შემდეგ დააპატიმრეს.
მადალინ დუმიტრუმ შექმნა ონლაინ პროფილი, რომლის მეშვეობითაც მისი მეუღლე თავს სექსმუშაკად წარადგენდა და მამაკაცებს მათთან სახლში მისვლას და მომსახურებას სთავაზობდა.
წყვილმა მათთან კავშირზე გასულ ოთხი ადამიანის სასმელში ძლიერი ნარკოტიკი გაურია, რათა მათი გაძარცვა გამხდარიყო შესაძლებელი. ორი მამაკაცი სასმელის მიღების შემდეგ გარდაიცვალა - 80 წლის მალკოლმ კინგი ლოსტერშირში, 2024 წლის 21 აგვისტოს და 37 წლის გარი მოუატი ოქსფორდშირში, 2025 წლის 13 ივლისს.ოქსფორდშირში, 40 მილის დაშორებით, გლოსტერშირიდან.
როდესაც პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მეორე მსხვერპლი მოწამლული იყო, ეროვნული მასშტაბით ბიულეტენი გაგზავნა პოლიციის ყველა სხვა დეპარტამენტში და ინციდენტთან აუხსნელი მკვლელობების შესაძლო კავშირის არსებობაზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.
მას შემდეგ, რაც სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიჰაიმ მოწამლა მოუატი, სასამართლო ექსპერტიზის შედეგად გლოსტერშირის პოლიციამ დაადგინა, რომ კინგიც მოწამლეს, თუმცა თავდაპირველად მისი სიკვდილი არასაეჭვოდ მიიჩნიეს წინასწარი სამედიცინო მდგომარეობის გამო.
დადგინდა, რომ კინგი, მდიდარი, დაქორწინებული პენსიონერი, დაუკავშირდა მიჰაის 2024 წლის 20 აგვისტოს და დათანხმდა მასთან შეხვედრას იმ საღამოს, სანამ მისი ცოლი გარეთ იქნებოდა.
მისი ცხედარი მეორე დილით მისმა დიასახლისმა აღმოაჩინა, რომელმაც ასევე იპოვა ღვინის ცარიელი ბოთლი და ორი ჭიქა.
კინგს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა და იყენებდა კარდიოსტიმულატორს. კარდიოლოგებმა მისი გარდაცვალების გარემოებების დადგენა მოწყობილობის ანალიზის შემდეგ შეძლეს.
ასევე დადგინდა, რომ მოუატის ცოლი და ვაჟი გასული წლის 12 ივლისის ღამეს სახლში არ იყვნენ და იგი მიჰაის ონლაინ პლატფორმა Vivastreet-ის საშუალებით დაუკავშირდა. მოუატმა GBL-ით (date rape drug) შეზავებული ღვინო დალია და მიჰაიმ ის უგონო მდგომარეობაში დატოვა.
მეორე დილით ის მისაღები ოთახის იატაკზე ოჯახის მეგობრებმა იპოვეს, რომლებიც შეშფოთებულები იყვნენ, რადგან წინა დღის შემდეგ არავისთან კავშირზე არ გადიოდა.
მიჰაი და დუმიტრუ გასული წლის 31 ივლისს დააკავეს და ბრალი გასული წლის 6 აგვისტოს ბატონი მოუატის სიკვდილში წაუყენეს. საბოლოოდ, ორივემ აღიარა დანაშაული 80 წლის მალკოლმ კინგი და 37 წლის გარი მოუატის მკვლელობაში.
წყარო: „სკაი ნიუსი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




