პაკისტანში ირანის ელჩი, რეზა ამირი მოღადამი, „თავისუფლების პროექტის“ შეჩერების შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებას X-ზე ტვიტით გამოეხმაურა.
რეზა ამირი მოღადამმა სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტის პიარდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი გააზიარა და მას კომენტარის ნაცვლად სპარსული ანდაზა და მისი ინგლისური ანალოგი დაურთო.
من جَّرب المجرَّب حلَّت به الندامة
— Reza Amiri Moghadam (@IranAmbPak) May 6, 2026
Once Beaten, Twice Shy pic.twitter.com/mVmuR9B9P0
ანდაზის, من جَّرب المجرَّب حلَّت به الندامة (Once Beaten, Twice Shy - ცხელი რძით გაფუფქული დოს უბერავდაო), გაზიარებულ პოსტზე დართვით ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მიღებული უარყოფითი გამოცდილების შემდეგ, მომავალში იგივე შეცდომას არ დაუშვეს და ორმაგად ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირება მოჰყვა ბირჟებზე. ამ დროისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა.




