ტრამპის გადაწყვეტილებას ჰორმუზის სრუტეში ახალი ოპერაციის, თავისუფლების პროექტი, შეჩერების შესახებ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა.
შეჰბაზ შარიფმა X-ზე თავის პოსტში დონალდ ტრამპი „თამამი ლიდერობისა და დროული განცხადებისთვის“ შეაქო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს პაუზა „დიდად შეუწყობს ხელს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და შერიგების განმტკიცებას ამ რთულ პერიოდში“.
პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებდა აშშ-ირანის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლებიც ცოტა ხნის წინ ისლამაბადში გაიმართა.
„პაკისტანი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს თავშეკავებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას დიალოგისა და დიპლომატიის გზით“, - თქვა შარიფმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირება მოჰყვა ბირჟებზე. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 103 დოლარს ჩამოსცდა, ხოლო უნცია ოქროს ფასი 4700 დოლარს ასცდა.




