კვლევით ცენტრ პიუს (Pew Research Center) მიერ გაანალიზებული აღწერის ბიუროს წინასწარი მონაცემების თანახმად, იანვრიდან ივლისის ბოლომდე 1.2 მილიონზე მეტმა იმიგრანტმა სამსახური დაკარგა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ქვეყანაში არალეგალურად მყოფ, ასევე ლეგალური სტატუსის მქონე პირებს.
იმიგრანტები აშშ-ის სამუშაო ძალის თითქმის 20%-ს შეადგენენ. მონაცემები აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობაში, თევზჭერაში და სატყეო მეურნეობაში დასაქმებულთა 45% იმიგრანტია, - ამბობს პიუს უფროსი მკვლევარი სტეფანი კრამერი და დასძენს, რომ მშენებლობის სფეროში მომუშავე ყველა მუშაკის დაახლოებით 30% და მომსახურების სფეროში მომუშავეთა 24% იმიგრანტია.
იმიგრანტი მუშაკების შემცირება ქვეყანაში 2023 წელს დაფიქსირებული არელეგალურად მყოფი ადამიანების რიცხოვნობის (14 მილიონი) პირველად შემცირების პარალელურად ხდება შეინიშნება.
კრამერის თქმით, „გაურკვეველია, იანვრიდან დაწყებული ეს შემცირება რამდენად არის გამოწვეული ნებაყოფლობით გამგზავრებით სხვა შესაძლებლობების მოსაძებნად ან დეპორტაციის, თავიდან ასაცილებლად“.
ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ქვეყნიდან არალეგალურად მომუშავე მილიონობით იმიგრანტს გააძევებდა. იგი ამბობდა, რომ ძალისხმევა „საშიშ დამნაშავეების“ ქვეყნიდან გაძევებისკენ იქნებოდა მიმართული, თუმცა აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის მიერ დაკავებული პირების უმეტესობას ნასამართლობა არ აქვს.
ამავდროულად, მისმა პოლიტიკამ მკვეთრად შეამცირა საზღვრის უკანონო გადაკვეთის რაოდენობა, იმიგრანტი მუშების დეფიციტმა კი პრობლემები შეუქმნა ფერმერებს და ბევრ მათგანს მოსავალი აუღებელი დარჩა - წერს „ასოშეიტედ პრესი“ და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემები ასევე შეიმჩნევა სამშენებლო სექტორში და მოსალოდნელია შეექმნას ჯანდაცვის სფეროს, კერძოდ კი პაციენტთა როგორც საცხოვრებელ მისამართებზე, ისე ხანდაზმულთა სახლებში მომსახურების სერვისებს.