სლოვენიაში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა.
სლოვენიის ტელევიზიის დაკვეთით ინსტიტუტ „მედიანას“ მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, სლოვენიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის პარტია გაიმარჯვებს, ეროვნულ ასამბლეაში კი არსებული საპარლამენტო პარტიების გარდა, ასევე მოხვდება ზორან სტევანოვიჩის მეთაურობით მოქმედი პარტია „რესნი.ცა“.
პოპულისტი პოლიტიკოსის, იანეზ იანშას, სლოვენიის დემოკრატიული პარტია, მეორე ადგილს იკავებს. იანეზ იანშა წარსულში სამჯერ იყო სლოვენიის პრემიერ-მინისტრი. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირეა.
სლოვენიის პარლამენტში 90 დეპუტატი აირჩევა.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრის პარტიას პარლამენტში 41 დეპუტატი ეყოლება (მათ მოკავშირეებად მოაზრებულ მემარცხენეებთან და დემოკრატებთან ერთად), რაც პარტიის მიერ ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს (41 ადგილი 2022 წლის არჩევნებში) უტოლდება.




