კვლავ გაურკვეველი რჩება, შეძლებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის 887-გვერდიან მეგა-კანონპროექტზე საბოლოო დებატები ხუთშაბათს, დილის საათებში დაიწყო და თითქოს კენჭისყრას წინ აღარაფერი ედგა, როდესაც დემოკრატების ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, წარმომადგენელთა პალატის ლიდერებისთვის (უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერისთვის) კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა დაიწყო.
ჰაკიმ ჯეფრისის გამოსვლა უკვე შვიდ საათზე მეტია, რაც გრძელდება და უკვე არაა გამორიცხული ახალი რეკორდის დამყარება. 2021 წელს, წარმომადგენელთა პალატის მაშინდელმა რესპუბლიკელმა ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ, რვა საათი და 32 წუთი ისაუბრა ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი სოციალური დაცვის რადიკალური გაფართოების შესახებ კანონპროექტისადმი პროტესტის ნიშნად, რომელიც საბოლოოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც მან სიტყვა დათმო.
ჰაკიმ ჯეფრისის სიტყვით გამოსვლამდე არსებული მდგომარეობა მოწმობდა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ დემოკრატებთან ერთად მხოლოდ ერთი რესპუბლიკელი ილაშქრებდა, თუმცა, არ გამორიცხავდნენ მათდამი კიდევ სამი რესპუბლიკელი მიერთებას და კანონპროექტის ჩავარდნას.