შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საყოველთაო გლობალური ტარიფების შეცვლის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავის TruthSocial პლატფორმაზე გამოაცხადა, რომ ის ზრდის ადრე გამოცხადებულ გლობალურ ტარიფებს 10%-დან 15%-მდე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

ტრამპმა 10%-იანი საყოველთაო ტარიფები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ გუშინ დააწესა, დღეს კი გუშინ დაწესებული 10%-იანი ტარიფი 15%-მდე გაზარდა.