აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბელარუსთან პოტაშის (კალიუმის კარბონატის) შესყიდვის თაობაზე შეთანხმება დააანონსა.

"აშშ მუშაობს ბელარუსისგან პოტაშის შესყიდვის მასშტაბურ გეგმაზე. ფასი მნიშვნელოვნად დაბალი იქნება იმ ფასთან შედარებით, რომელსაც ახლა კანადას ვუხდით", — დაწერა მან ორშაბათს Truth Social-ზე.

მზადდება შეთანხმება, რომელიც მან ამერიკელი ფერმერებისა და მეცხოველეებისთვის "შესანიშნავ ამბად" შეაფასა. თეთრი სახლის ხელმძღვანელს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, აშშ კალიუმიანი სასუქების აბსოლუტურ უმრავლესობას კანადიდან იღებს. ისინი ხელს უწყობენ მცენარეთა დაავადებებისადმი გამძლეობის გაზრდას, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის რაოდენობრივ ზრდას.