აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი „დრაკონული სანქციების“ დაწესების შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს კვლავ აქვს შესაძლებლობა, ირანის წინააღმდეგ ახალი „დრაკონული სანქციები“ დააწესოს, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რისი სანქცირებაც შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ძალიან დრაკონული სანქციები. ვნახოთ, რა მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ