ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვაბრუნებთ ეროვნულ გვარდიას ჩიკაგოდან, ლოს-ანჯელესიდან და პორტლენდიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ შესანიშნავი პატრიოტების ამ ქალაქებში ყოფნის შედეგად დანაშაულის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა“,  - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.  

ეროვნული გვარდია ქალაქებში განლაგდა დანაშაულის შესაჩერებლად, რომელიც ტრამპის თქმით, ამ ქალაქებში კონტროლიდან გამოვიდა.

საპასუხოდ, კალიფორნიამ, ილინოისმა და ორეგონმა, იმ მოტივით, რომ ჯარების ფედერალიზაცია ძალაუფლების უკანონო ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა, ამ ნაბიჯის დაბლოკვის მიზნით სარჩელი შეიტანეს. საბოლოო ჯამში, ფედერალურმა მოსამართლეებმა განლაგება დაბლოკეს.

თავის გზავნილში ტრამპმა აცხადებს, რომ ფედერალური მთავრობა დაბრუნდება „გაცილებით განსხვავებული და უფრო ძლიერი ფორმით, როდესაც დანაშაული კვლავ დაიწყებს ზრდას“.