ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.

არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდების დროს მომხდარი ინციდენტების ფონზე, კრისტი ლინ ნოემი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა შეცვალა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის უაღრესად პატივცემული სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან შიდა უსაფრთხოების მდივანი გახდება“, - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ მარკვეინ მალინის ძალისხმევით MEGOBARI აქტი დაიბლოკა.