ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი პორტრეტი, რომელიც კოლორადოს შტატის გუბერნატორმა შტატის კაპიტოლიუმში ჩამოკიდა, მიზანმიმართულადაა დამახინჯებული. ამის შესახებ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.

"არავის მოსწონს საკუთარი თავის ცუდი სურათი ან ნახატი, თუმცა გუბერნატორის მიერ კოლორადოშისხვა პრეზიდენტებთან ერთად განთავსებული პორტრეტი მიზანმიმართულად იქნა დამახინჯებული ისეთ დონემდე, როგორიც არასდროს მინახავს". - წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მსგავს პორტრეტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის "მშვენივრად გამოიყურება".

"მხატვარმა პრეზიდენტი ობამაც დახატა და ის მშვენივრად გამოიყურება, თუმცა ჩემი პორტრეტი ნამდვილად ყველაზე უარესია. ალბათ, ასაკთან ერთად მან [მხატვარმა] ნიჭი დაკარგა. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ სურათს მირჩევნია სურათი საერთოდ არ მქონდეს". - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კოლორადოდან ბევრი მოქალაქისგან საპროტესტო წერილს იღებს. 

"რეალურად, ისინი ძალიან გაბრაზებულები არიან ამის გამო! მათ სახელით რადიკალ მემარცხენე გუბერნატორ ჯარედ პოლისს მივმართავ, რომელიც დანაშაულთან ბრძოლაში ძალიან სუსტია, ჩამოხსნას პორტრეტი. ჯარედს უნდა რცხვენოდეს". - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.