The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი ამ შემოდგომაზე კიმ ჩენ ინთან დაჟინებით ცდილობს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპმა პირადად განიხილა კიმ ჩენ ინთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა მისი შემდეგი მოგზაურობის დროს, ნოემბერში, როდესაც მსოფლიო ლიდერები ჩინეთის ქალაქ შენჯენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე შეიკრიბებიან.

თუმცა, წყაროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის ოფიციალური მზადება ჯერ არ დაწყებულა.

ადრე ტრამპმა ადრე გასცა ბრძანება აშშ-სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბის შემცირების შესახებ. წვრთნებს მოკავშირეები ყოველწლიურად ატარებენ ჩრდილოეთ კორეასთან პოტენციური შეტაკებებისთვის მოსამზადებლად. ამერიკელი ლიდერის თქმით, ეს სამხედრო წვრთნა ძალიან ძვირია „მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეერთებული შტატების მიერ არის დაფინანსებული“ და ასევე „ჩრდილოეთ კორეას სრულიად არასაჭირო მტრულ სიგნალს უგზავნის“.

ტრამპი და კიმ ჩენ ინი ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მათ შორის 2018 წლის სინგაპურის სამიტზე და 2019 წლის ჰანოის სამიტზე, მაგრამ მათი მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ