ტრამპი: თუ თქვენ აშუქებთ მძინარე ჯოს საქმიანობას, მაშინ თქვენ უკვე პენსიაზე ხართ გასული

1599994850
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა არჩევნებში მისი კონკურენტის, ჯოზეფ ბაიდენის საქმიანობის დონე და გამოთქვა აზრი, რომ დემოკრატის საქმიანობის გაშუქება ჟურნალისტებისთვის პენსიაზე გასვლის ტოლფასია.
"მძინარე ჯომ (ასე უწოდებს ტრამპი ბაიდენს) კიდევ ერთხელ გაისტუმრა პრესა სახლში დილის ცხრა საათზე. ამ დროს მე, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი, ნევადაში ვიქნები ამაღამ, ხვალ გავაკეთებ გაჩერებებს ლას-ვეგასში, კალიფორნიასა და არიზონაში," - აღნიშნა ტრამპმა თავის Twitter-ზე.
"სანამ ქვეყნის გარშემო ვმოგზაურობ, ჯოს სძინავს თავის სარდაფში და ეუბნება მედიას, "დაიკარგეთ აქედან!". თუ თქვენ ხართ კორესპონდენტი, რომელიც აშუქებს მძინარე ჯოს საქმიანობას, მაშინ თქვენ უკვე პენსიაზე ხართ გასული." - წერს ტრამპი.
3 ნოემბერს დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებში, აშშ-ში აირჩევენ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, 35 სენატორს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, შტატების და ტერიტორიების 13 გუბერნატორს და ადგილობრივ მთავრობებს.
პრეზიდენტობისთვის კი იბრძვიან რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯოზეფ ბაიდენი.