დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ახსენა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. 

მაკრონს ძალიან ლამაზი მზისგან დამცავი სათვალე აქვს. მე ვუსმენდი მის გამოსვლას, ის ცდილობდა მაგარი ბიჭის როლი მოერგო, - თქვა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა

„მე ის მომწონს, მე ის მართლა მომწონს, ძნელი დასაჯერებელია, არა?“ - ამბობს ის. 

ტრამპმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მაკრონი მას, სავარაუდოდ, აუდიტორიიდან აკვირდება.