დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კანადაზე 50%-იანი ტარიფი სამი დღით შეაჩერა სავაჭრო შეთანხმების მიღწევამდე.

„მე კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფი სამი დღით შევაჩერე, რომელიც ხვალ დილით უნდა ამოქმედებულიყო, რადგან კანადა და შეერთებული შტატები სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებებ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე.

მან ასევე დასძინა, რომ Keystone XL ნავთობსადენის პროექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს გაუქმდა, შესაძლოა განახლდეს.

„პოლიტიკო“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ადრე იუწყებოდა, რომ ტრამპი კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესების გადადებას განიხილავდა. ივლისში ტრამპმა ხელი მოაწერა პროექტს, რომლითაც კანადურ იმპორტირებულ სხვადასხვა საქონელზე, ღვინიდან დაწყებული ყვანჭებით (ჰოკეის სათამაშო ჯოხებით) და ცემენტით დამთავრებული, დამატებით 50%-იან ტარიფს დაწესდა. პროექტში მითითებული იყო, რომ ტარიფები ერთ თვეში ამოქმედდებოდა შემდგომი მოლაპარაკებების მიზნით.

მოამზადა რაულ კაპანაძემ