თუ კანადა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს, ტრამპი კანადას 100%-იან საბაჟო ტარიფებს დაუწესებს, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში და კანადის პრემიერ-მინისტრს გუბერნატორს უწოდებს.
„თუ გუბერნატორი კარნი ფიქრობს, რომ მას შეუძლია კანადა ჩინური საქონლისა და პროდუქტების „ტრანზიტულ პუნქტად“ აქციოს, ის ძალიან ცდება. ჩინეთი მთლიანად შთანთქავს კანადას, გაანადგურებს ბიზნესს, სოციალურ სტრუქტურას და ცხოვრების წესს. თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, შეერთებულ შტატებში შემოსული ყველა კანადური საქონელი და პროდუქტი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება 100%-იან ტარიფს“, - წერს დონალდ ტრამპი.




