ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ირანის ომის თემაზე მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით გამავალ გემებზე ტარიფები აშშ-მ უნდა დააწესოს და არა ირანმა.
„რას იტყვით იმაზე, ჩვენ რომ დავაწესოთ გადასახადი? მე ასე ვამჯობინებდი მათთვის ამის უფლების მიცემას“ და „რატომაც არა? გამარჯვებულები ხომ ჩვენ ვართ. ჩვენ გავიმარჯვეთ. გასაგებია? მათ სამხედრო მარცხი განიცადეს“, - უპასუხა მან რეპორტიორის კითხვაზე, თანახმა იქნებოდა თუ არა, ირანისთვის სრუტეში გავლისთვის გადასახადის დაწესების უფლება მიეცა შეთანხმების მისაღწევად




