ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ითანამშრომლებს ირანთან და ამოიღებს და გაიტანს ღრმად ჩამარხულ ბირთვულ „მტვერს“, რომელიც, მისი თქმით, ახლა „არის და ყოველთვის იყო თანამგზავრებიდან გულმოდგინე მეთვალყურეობის ქვეშ (კოსმოსური ძალების მიერ!)“.
ჩვენ ვაწარმოებთ და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ირანთან ტარიფებისა და სანქციების შესამსუბუქებლად. 15 პუნქტიდან ბევრი უკვე შეთანხმებულია - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე თქვა, რომ ირანი არ გააგრძელებს ურანის გამდიდრებას, თუმცა ირანმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეინარჩუნებს ურანის გამდიდრების უფლებას ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანა, რომელიც ირანს სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის იარაღის მიმწოდებელი ნებისმიერი ქვეყანა დაუყოვნებლივ დაექვემდებარება 50%-იან ტარიფს შეერთებულ შტატებში გაყიდულ ყველა საქონელზე და ამ მხრივ არანაირი გამონაკლისი ან შეღავათი არ იქნება.
ტრამპის ბოლო კომენტარებს და განცხადებებს ირანი ჯერ არ გამოხმაურებია




