ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში, ტოლედოს პროვინციაში მომხდარი უმძიმესი სარკინიგზო კატასტროფის დაღუპულთა რაოდენობამ 68-ს მიაღწია.  სამაშველო ჯგუფები გადარჩენილებისა და ცხედრების ძებნას კვლავ აგრძელებენ, რის გამოც ოფიციალური პირები მსხვერპლის რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავენ. დაშავებულია 100-ზე მეტი მგზავრი, რომელთაგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მომხდარს ეროვნული ტრაგედია უწოდა და ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე წელს ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების უკვე მეორე ფატალური შემთხვევაა, ხოლო მსხვერპლის მასშტაბით — ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფა ევროპაში 2013 წლის შემდეგ. 

მოამზადა რაულ კაპანაძემ