ოჯახის თქმით, პუერტო-რიკოში მამაკაცი კლდიდან გადმოვარდნის შემდეგ დაიღუპა, როდესაც იგი TikTok-ისთვის ვიდეოს გადაღებას ცდილობდა. ამის შესახებ CNN წერს.
27 წლის ედგარ გარაის ინდიანადან, 29 იანვარს პუერტო-რიკოს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე იმყოფებოდა ერთდღიანი მოგზაურობის დროს, როდესაც იგი 70 ფუტის სიმაღლის სანაპირო კლდიდან გადმოვარდა.
შემთხვევის შესახებ სანაპირო დაცვას იმავე საღამოს შეატყობინეს, ხოლო მეორე დღეს გარაის ცხედარი პუერტო-რიკოს მყვინთავების ჯგუფმა იპოვა.
CNN-ის ცნობით, ედგარის ძმამ, კარლოს გარაიმ, ძმას "გაბედული კაცი" უწოდა. კარლოსი არ იმყოფებოდა პუერტო-რიკოში და თქვა, რომ იმ დროს მის ბიძაშვილს მისი ძმა კლდეების ტურზე მიჰყავდა.
"ჩემს ძმას აქვს TikTok-ის ანგარიში, რომელშიც ვიდეოებს ტვირთავდა", - თქვა კარლოსმა. "სამწუხაროდ, სწორედ ამას ცდილობდა, როცა გადმოვარდა."
კარლოსმა შექმნა გადამოწმებული GoFundMe, რათა ძმის ცხედრის ინდიანაში გადასვენების ხარჯები დაფაროს.
"ჩვენი ოჯახის მისია ახლა არის ის, რომ ჩვენი საყვარელი ძმა სახლში დააბრუნოს", - წერს იგი ფონდის შეგროვების აღწერაში.
სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ასევე მიუსამძიმრეს გარაის ოჯახს.
"ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ედგარ გარაის ოჯახს და ახლობლებს და ვლოცულობთ, რომ მათ იპოვონ გამოსავალი და ძალა ამ ურთულეს დროს", - თქვა კაპიტანმა ხოსე დიაზმა, სან-ხუანის სანაპირო დაცვის მეთაურმა.
ჩვენ ვაფასებთ მთელი სანაპირო დაცვის, პუერტო-რიკოს პოლიციისა და პარტნიორი სააგენტოს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ძალისხმევას, განსაკუთრებით პუერტო-რიკოს საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს მყვინთავთა ჯგუფს, რომელმაც შეძლო ბატონი გარაის ცხედარი პოვნა."