ისრაელმა გადადო ირანზე საპასუხო დარტყმა აშშ-ის კონფიდენციალური სამხედრო ინფორმაციის გაჟონვის გამო. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული კვირის ბოლოს პრო-ირანულ ტელეგრამის არხზე საიდუმლო ინფორმაცია გამოქვეყნდა, შეერთებული შტატების შეფასებაზე ისრაელის სავარაუდო პასუხის შესახებ. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნახსენები იყო ისრაელის ბალისტიკური რაკეტები Golden Horizon და Rocks.

ისრაელი შეშფოთებულია, რომ გაჟონვა შეიძლება დაეხმაროს ირანს თავდასხმის წინასწარმეტყველებაში. გამოცემის ცნობით, ამის გამო, ალტერნატიული გეგმა შემუშავდა.

"ამერიკაში დოკუმენტების გაჟონვამ შეაფერხა თავდასხმა გარკვეული სტრატეგიებისა და კომპონენტების შეცვლის აუცილებლობის გამო. პასუხი იქნება, მაგრამ ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება," - განუცხადა The Times-ს დაზვერვის წყარომ.